რა მივირთვათ?

National Geographic-ის თანახმად ერევანი აზიაში გამორჩეული და მრავალფეროვანი სამზარეულოს მქონე ქალაქების ექვსეულში შედის. აქ დაგხვდებათ ტოლმის 80-ზე მეტი სახეობა, მაგალითად, ლეღვის ფოთლებისაგან მომზადებული ტოლმა. ხორცს კი ისე გემრიელად ამზადებენ, რომ თითებსაც კი ჩაიკვნეტთ! ხორცს ღია ცეცხლზე წვავენ, აცხობენ თონირში და შუშავენ ორთქლზე. ტრადიციულად ხორცს ბოსტნეულთან ერთად მიირთმევენ. ქადა და ფახლავის ნაყინი კი იდეალური დესერტია!

რესტორნები

სტეიკ-ჰაუსებში დაგხვდებათ საავტორო სოუსებში დამარინადებული უგემრიელესი ხორცი, წვნიანი ღორის მწვადი და შამფურზე ცხვრის მწვადის ცეცხლოვანი შოუ. ქალაქის ცენტრში რესტორნები თითქმის ყველა ნაბიჯზე დაგხვდებათ, ისევე, როგორც სწრაფი კვების ობიექტები, ეროვნულ სტილში გაფორმებული მყუდრო რესტორნები, შედარებით იაფი ტავერნები და ძვირი ფეშენებელური რესტორნები საავტორო მენიუთი და ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევნით.

ჰოსტელები
სად დავლიოთ ყავა?