წლები გადის, შთაბეჭდილებები რჩება!

მივემგზავრებით სომხეთში

გეგმავთ მოგზაურობას შაბათ-კვირას ან საახალწლო არდადეგებზე? მაშინ ერევანი იდეალური არჩევანია! მზიანი და თანამედროვე, მეგობრული და მყუდრო, ძველმანების ბაზრობაზე ადგილობრივი ოსტატების ნაკეთობებითა და ახალგაზრდა დიზაინერების შოურუმებით, საიუველირო პროდუქციის ფართო არჩევნითა და უგემრიელესი საჭმელებითა და ყავით, ელექტრონული კლუბური მუსიკით და ლეგენდარული ჯაზმენების მიერ შესრულებული შესანიშნავი ჯაზით. რა თქმა უდნა, ერევანი სტუმართმოყვარე და შედარებით იაფია. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ ბმულზე.

სად გავჩერდეთ?

ერევანი განთავსების ფართო არჩევანს გთავაზობთ: 5* სასტუმროების მსხვილ საერთაშორისო ქსელებსა და ეროვნულ ბრენდებს, ასევე შედარებით იაფიან ჰოსტელებსა და აპარტამენტებს. სასტუმროს ან სახლის ძიება Booking-ის, Airbnb-ის ან ქაუჩსერფინგის საშუალებით შეგიძლიათ.

წავიხემსებთ

ერევანი გასტრონომიული სამოთხეა ნამდვილი გურმანებისათვის. მრავალი მყუდრო რესტორნით, გასტროეზოთი და კოლორიტული ტავერნით, კერძების ფართო არჩევნითა და თონრატუნით- საცხობით, სადაც პურის ცხობის ტრადიციულ მეთოდს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. რესტორნები გთავაზობთ საავტორო კერძებს, ვეგანურ სეტებს და დიეტურ საჭმელებს, ბარები და პაბები კი- კრაფტ ლუდის დიდ ასორტიმენტს. ფასები ალკოჰოლზე ერევნის ყველა პაბში 1,5$-დან იწყება. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ ბმულზე.

ვერთობით

ერევანში მთელი წლის განმავლობაში მუშაობს კლუბები, ისმის ცოცხალი როკ და ჯაზ მუსიკა, იმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიება და მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ადამიანების კონცერტები. დეკემბრის შუა რიცხვებში კი სომხეთში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გახსნილად ცხადდება. დედაქალაქში საშობაო ბაზრობები და ხელოვნური საციგურაო მოედნები იწყებს ფუნქციონირებას. პირველი თოვლისთანავე კი ერევნიდან 1,5 საათში- წაღკაძორში სათხილამურო ტრასები იწყებს მუშაობას, სადაც შეგიძლიათ თოვლით დაფარულ მთებზე ახვიდეთ და თხილამურებით ისრიალოთ, ან სნოუბორდით დაშვებით შეიქმნათ საზეიმო განწყობა.

ერევანი, სულ

გეგმავთ მოგზაურობას შაბათ-კვირას ან საახალწლო არდადეგებზე? მაშინ ერევანი იდეალური არჩევანია! მზიანი და თანამედროვე, მეგობრული და მყუდრო, ძველმანების ბაზრობაზე ადგილობრივი ოსტატების ნაკეთობებითა და ახალგაზრდა დიზაინერების შოურუმებით, საიუველირო პროდუქციის ფართო არჩევნითა და უგემრიელესი საჭმელებითა და ყავით, ელექტრონული კლუბური მუსიკით და ლეგენდარული ჯაზმენების მიერ შესრულებული შესანიშნავი ჯაზით. რა თქმა უდნა, ერევანი სტუმართმოყვარე და შედარებით იაფია. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ ბმულზე!

უნდა ნახოთ!

ერევნის კასკადი გიგანტური კომპლექსია, რომელიც 572 კიბეს მოიცავს. კასკადი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ღია ცის ქვეშ. მთელი მიმდებარე ტერიტორია სავსეა სხვადასხვა ქანდაკებით და არტ-ობიექტით. მასში დემონტირებულია თანამედროვე ხელოვნების ისეთი შედევრები, როგორც: ჟაუმე პლენსის ჩრდილები, რობერტ ინდიანას სიყვარული, ფერნანდო ბოტეროს მწეველი ქალი და ერვანდ ქოჩარის სივრცითი ფერწერა, რომლის ნიმუშები დემონსტრირებულია პარიზის პომპიდუს ცენტრში. აღსანიშნავია ასევე, კონდის სტრიტ-არტი და ერევნის ძველი ეზოს ფოტო-არტი, ფარაჯანოვის კოლაჟები და ქალაქის უძველეს ქუჩაზე კიმ კარდაშიანის საყვარელი მაგიდა. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ ბმულზე.

კონტაქტები

საინფორმაციო

სპიურის საინფორმაციო სერვისი დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ადგილების ძებნაში.

Ტურისტული სააგენტო «ჰიურ სერვისი»

კარი სომხური სტუმარმასპინძლობისკენ!

SOS

გადაუდებელი დახმარების (სასწრაფო, პოლიცია, სახანძრო) გამოსაძახებელად, აკრიფეთ 112.