გამგზავრება ერევანში

საქართველოს მოქალაქეებისათვის სომხეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ. მანძილი თბილისსა და ერევანს შორის 291 კილომეტრს შეადგენს. მგზავრობა ავტომობილით, მატარებლითა და თვითმფრინავით არის შესაძლებელი.

თვითმფრინავით

თბილისიდან ერევნის მიმართულებით ფრენა ნახევარი საათი გრძელდება. ზვართნოცის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ყოველ საათში ერთხელ დადის ავტობუსი. ტაქსის გამოსაძახებელად კი ონლაინ სერვისების გამოყენება შეგიძლიათ. (მგზავრობის ღირებულება 4$ შეადგენს).

ავტომობილით

ავლაბრის მეტროს სადგურიდან ერევნის მიმართულებით კომფორტაბელური მინივენები ყოველ დღე დადის. (მგზავრობის ხანგრძლივობა 5 საათსა და 30 წუთს, ხოლო მგზავრობის ღირებულება 15$ შეადგენს). ავტომობილით გამგზავრება, ცხადია, უფრო სწრაფი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ რევოლუციის შემდეგ სომხეთში გზების გარემონტება მოხდა.

მატარებლით

ერევანსა და თბილისს შორის კურსირებს მატარებელი, რომელიც 15 დეკემბრიდან 2020 წლის 15 იანვრამდე ყოველდღიურად იმოძრავებს. (გამგზავრება თბილისიდან 20:20, ერევნიდან – 21:30).

საბაჟოზე