სომხეთში საქონლის შეტანის წესები და პირობები.

რა პროდუქციის შეტანა არის აკრძალული სომხეთში?

აკრძალული ან სპეციალური ნებართვის საჭირო ნივთების სიაში შედის: იარაღი, აკრძალული ნარკოტიკული საშუალებები, გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და მცენარეები და ა. შ.

რა პროდუქციის შეტანა არის ნებადართული სომხეთში?

სომხეთში განბაჟების გარეშე შეიძლება სამომხმარებლო ნივთების გარკვეული რაოდენობის შეტანა, მაგალითად:

კვების პროდუქტები – 5 კგ
სასმელები (ალკოჰოლური) – 2 ლიტრამდე
სიგარეტი – 40გ
სიგარა – 10
თამბაქო – 1 კგ
მობილური ტელეფონი – 2 ცალი

შეტანისას განბაჟებას არ საჭიროებს ის ნივთები, რომელთაც არ აქვთ შეფუთვა ან არ არის ბრენდირებული.

ვის შემიძლია მივმართო კითხვების შემთხვევაში?

სომხეთის საბაჟოს ცხელი ხაზი: 060-54-44-44

საქონლისა და ნივთების განბაჟების გარეშე შეტანის დასაშვებ რაოდენობაზე მეტის შემთხვევაში, მოგიწევთ გადასახადის გადახდა: საბაჟო გადასახადის 10% და 20% დამატებითი ღირებულების გადასახადი იმპორტისას. გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის გაგზავნამდე/გადატანამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქონელი შემოტანილი არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან.

ფოსტით ან კურიერის მომსახურეობით მიღებული საქონელი არ იბეგრება იმ შემთხვევაში, თუ მათი საბაჟო ღირებულება 200 000 AMD და წონა 30 გრ არ აღემატება. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ღირებულება აღემატება 200 000 AMD, მაგრამ 1000 EUR ნაკლებს შეადგენს, გადასახადი 22,5% შეადგენს. საბაჟო ღირებულებისა და დასაშვები წონის გადაჭარბების შემთხვევაში გადასახადი 30% შეადგენს. ეს ტარიფები არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან შეტანილ საქონელზე.

საბაჟო დეკლარაცია უნდა შეივსოს ნაღდი ფულის 10 000$- ზე მეტის შემთხვეაში დოლარში ან სხვა ვალუტაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თანხა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდანაა. ამ კატეგორიაში ასევე სამგზავრო ქვითრებიც შედის.

გზა ერევანში
როგორ გადავადგილდეთ ქალაქში?