ერევანში ჯაზი წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან ისმის, როდესაც მას მოედნებზე და კინოთეატრების ფოიეებში უკრავდნენ. დღეს, კლასიკურ ჯაზს შეგიძლიათ მოუსმინოთ მაგალითად, Ulikhanyan Club-ში, Club 12-ში ან Malkhaz Jazz Club-ში, სადაც პროგრამას ახალგაზრდა ჯაზმენები იწყებენ, ხოლო შუაღამეს კი პიანინოსთან დაწესებულების მფლობელი- ლეგენდარული ლევონ მალხასიანი ჯდება. ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავები ერევნის ჯაზ-ფესტების და უნიკალური ჯაზ-ღამეების ხშირი სტუმრები არიან.

ცოცხალი მუსიკა
ექსტრიმი