წყალი
ერევანში მშვიდად შეგიძლიათ დალიოთ არა მარტო ონკანის წყალი, არამედ შადრევნის- პულპულაკის წყალიც, რომელიც ყველა ეზოსა და ქალაქის თითქმის ყველა ქუჩის გადაკვეთაზე შეგიძლიათ იპოვოთ. დედაქალაქში წყალი ისეთივე გემრიელია, როგორც დილიჯანში, სადაც „წყალი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს!“
ლუდი
ამ უგემრიელესმა სასმელმა თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელის გული დაიპყრო. დღესდღეობით კი ერევნის ნებისმიერ რესტორანსა და პაბში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ლუდი, ადგილზე მოხარშული კრაფტ ლუდის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის, გარგარის ელიც და მიირთვათ სევანის კიბორჩხალები!
კონიაკი
საბჭოთა წლებში სომხეთს კონიაკის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. სომხური კონიაკის გამოშვება 130-ზე მეტი წლის წინ დაიწყეს და მას სპეციალურად სტალინის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებისათვის უშვებდნენ. სომხური კონიაკი კოსმოსშიც კი გაუშვეს! უგემრიელესი კონიაკი, სომხური ჩირი და ჯაზი- ნამდვილად შესანიშნავი კომბინაციაა!